სახალხო დამცველის განცხადება

25 ოქტომბერი 2021, 11:00 697 ნახვა

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დასკვნაც მოამზადა. 

ომბუდსმენის ოფიციალურ  განცხადებაში აღნიშნულია,  რომ  დაწესებულებაში არსებული ვითარება,  სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს,  სრულფასოვნად არ შეესაბამება.  

გარდა ამისა,   სახალხო დამცველი  წერს,  რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეული რისკები  არსებობს. ამის ფონზე ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ  იუსტიციის სამინისტრო   სამსახურმა ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება უნდა შეარჩიოს,  სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა  მიხეილ სააკაშვილისთვის.  

იმ შემთხვევაში , თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დარჩება  ციხეში, მას ვერ ჩაუტარებენ შესაბამის გამოკვლევებს,  რაც ესაჭიროება - ამბობს  ლომჯარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი