ყალბი ამბები კორონავირუსის შესახებ - ევროკავშირის გადაწყვეტილება

22 ოქტომბერი 2021, 10:32 254 ნახვა

ევროკავშირი უფრო აქტიურად შეებრძოლება კორონავირუსის შესახებ ყალბ ახალ ამბებს.  

გადაწყვეტილება ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის ლიდერებმა სამიტის პირველ დღეს მიიღეს.

ამასთან, ევროპელმა მაღალჩინოსნებმა ისაუბრეს ვაქცინაციის დაჩქარების მიზნით ევროკავშირში წარმატებით ჩატარებულ საინფორმაციო კამპანიაზე.

აღნიშნეს, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ რთული რჩება, მათ შორის ლატვია და რუმინეთი დასახელდა.

ევროკავშირის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ყველა ბარიერის მოხსნა, რათა მსოფლიოს ყველა ქვეყანამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები დროულად მიიღოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში