ნიკოლოზ ბასილაშვილი განახლებულ რეიტინგში 9 პოზიციით დაწინაურდა

18 ოქტომბერი 2021, 19:52 1403 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა. ინდიან უელსის ფინალში ასპარეზობის შემდეგ ნიკოლოზი მსოფლიო ჩოგბურთის კლასიფიკაციაში ერთბაშად 9 პოზიციით დაწინაურდა.

ბასილაშვილი ტურნირის დაწყებამდე მსოფლიოს 36 ჩოგანი იყო, ხოლო განახლებულ რეიტინგში 2066 ქულით 27-ე პოზიცია უკავია.

ნიკას საუკეთესო მაჩვენებელი 2019 წლის მასში ჰქონდა, როდესაც ქართველი მსოფლიოს მე-16 ჩოგანი იყო. ATP-ს რეიტინგის საუკეთესო ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, 11 430);
  2. დანიილ მედვედევი (რუსეთი, 9 630);
  3. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი, 7 995);
  4. ალექსანდერ ზვერევი (გერმანია, 6 930);
  5. რაფაელ ნადალი (ესპანეთი, 5 635).
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში