საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ელექტრონული ლიცენზირების სისტემა დაინერგება

16 ოქტომბერი 2021, 12:13 1001 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონული ლიცენზირების სისტემები გადაეცა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ესტონური კომპანია შპინთეკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოაწერა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონური მხარე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებისთვის სისტემების გატესტვასა და სისტემის მომხმარებლისა და  პერსონალის ტრენინგს უზრუნველყოფს.

ელექტრონული ლიცენზირების პროგრამა ,,სტარტლინკი'' გულისხმობს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელზე კომპანიების მიერ რეკომენდაციების, ნებართვებისა თუ ლიცენზიების მოსაპოვებლად, განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად მართვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი