რესტორატორთა ასოციაციის დირექტორი ე.წ მწვანე ზონების ამოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს. ეს იმისთვის, რომ ეპიდვითარების გამო რეგულაციები ისევ არ გამკაცრდეს და ახალი შეზღუდვები არ დაწესდეს. შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყანაში იმუნიზაციის ტემპი დაეცა, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა კი ,,მწვანე ზონები“ პრაქტიკაში ამ დრომდე არ დარნეგილა. რესტორატორთა ასოციაციის დირექტორს მოლოდინი აქვს, რომ თუ რეგულაციები გამკაცრდება ეს ისევ ბიზნესს დააზარალებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით „მწვანე ზონების” შესაქმნელად სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა, რომელიც QR კოდის წაკითხვით დაადგენს მოქალაქის კოვიდ-სტატუსს.