ხანძარი რუსთავის ციხეში - დაღუპულია 2 პატიმარი

15 ოქტომბერი 2021, 15:03 1159 ნახვა

ხანძრის დროს გარდაცვლილი პატიმრების შესახებ პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დაღუპულები  საპატიმროს სამეურნეო ნაწილში იყვნენ დასაქმებულები. 

ამავე განცხადებით ვიგებთ, რომ დაშავებულია  კომპანიის თანამშრომელი, რომელიც ციხეს საკვებით ამარაგებდა.  სხვა დეტალებზე, მათ შორის იმაზე,  რატომ ვერ მოხერხდა მსჯავრდებულების გადარჩენა  ციხის ადმინსიტრაცია არ საუბრობს.

შეიძლება ითქვას, უფრო დეტალურ  ინფორმაციას აწვდის  მედიას და საზოგადოებას ადვოკატი, რომელიც ირწმუნება, რომ არაერთი თხოვნის  მიუხედავდ ციხის ადმინისტრაციამ პატიმრების ევაკუაციაზე უარი თქვა და ისინი პირიქით - ჩაკეტა. 

კითხვები აქვთ სხვა პატიმრების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომლებიც დილიდან იკრიბებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი