ბათუმში რამდენიმე მუნიციპალური ავტობუსი დროებით შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს

13 ოქტომბერი 2021, 18:43 314 ნახვა

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მიმდინარე საგზაო–სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ამ ტერიტორიაზე ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებს.

ახალი სქემის მიხედვით, იცვლება: №8, №9, №11, №13 და №14 სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულება.

დეტალური ინფორმაცია სამარშრუტო ხაზების ცვლილებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.batauto.ge.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი