ე.წ. კარტოგრაფების საქმე

13 ოქტომბერი 2021, 17:52 1143 ნახვა

კონკრეტულ სახელ-გვარებზე ე.წ კარტოგრაფების საქმის პროკურორი არ საუბრობს, თუმცა სახელმწიფო ბრალმდებელი არ გამორიცხავს, რომ რეზონანსულ საქმეზე გამოიკითხოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. თუმცა პროკურორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ შესაძლებლობაზეა საუბარი. ბრალდებული ივერი მელაშვილის უფლებადამცველი კი  სისხლის სამართლის ამ საქმეში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს და აცხადებს, რომ სასამართლო სხდომების განახლება რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ისევ საარჩევნო პერიოდს ემთხვევა. სააკაშვილის გამოკითხვაზე შესაძლო დაბარება არ გაჰკვირვებია საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტ ივერი მელაშვილს, რომლის თქმითაც, ექსპრეზიდენტის ამ საქმესთან დაკავშირების მცდელობა თავიდანვე იყო, რადგან  უნდოდათ წინა ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი