აზერბაიჯანში სატვირთო ავტომობილისა და სამგზავრო ავტობუსის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 13 კი მძიმედ დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი-მარდაკანის გზატკეცილზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შეჯახება მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.