ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები და ფულადი კომპენსაცია - პრემიერი 

11 ოქტომბერი 2021, 14:26 1037 ნახვა

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი ბათუმის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიუსამძიმრეს.

''კიდევ ერთხელ მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო. ძნელია სიტყვებით გამოხატო ის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ამ ქალაქში და მთელმა ქვეყანამ განიცადა ეს უბედურება. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახებს, ვუსურვებ გამძლეობას და ღმერთის წყალობას'' - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  ყველა ოჯახს, რომელმაც 8 ოქტომბერს დაკარგა საცხოვრებელი, გადაეცემათ ბინები და ფულადი კომპენსაცია.

11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღეა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი