უბედური შემთხვევის შემდეგ მოქალაქეებს უჩნდებათ კითხვები ვინ არის დამნაშავე? ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში? როგორია საკანონმდებლო ბაზა და იკვეთება თუ არა კანონში ხარვეზები?
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ სისტემაში ნებართვების გაცემის კუთხით საკმაოდ ბევრი უზუსტობაა, სტრუქტურები საკუთარ მოვალეობებს სრულყოფილად ვერ ასრულებენ და რომ შესაბამის სამსახურებში ცვლილების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც განმარტავენ, ბათუმში 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის მიზეზები სრულყოფილად უნდა უნდა გამოიძიონ და ყველა პასუხისმგებელმა პირმა კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ მომხდარზე პასუხი.