ეს არის არასწორი ჩარევა შენობის კონსტრუქციაში, რამაც მისი კოლაფსი გამოიწვია - თეა გოდოლაძე

09 ოქტომბერი 2021, 13:19 1305 ნახვა

ეს არის არასწორი ჩარევა შენობის კონსტრუქციაში, რამაც გამოიწვია შენობის კოლაფსი - ასე აფასებს ექსპერტი თეა გოდოლაძე ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ნგრევის ფაქტს.

მისივე თქმით, ეს არის თვითნებურად მოდიფიკაცია, რემონტი, რომელიც იწვევს ასეთ ტრაგედიას.

"ადამიანების დაუდევრობამ შეიძლება ასეთი მსხვერპლი გამოიწვიოს. ეს ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. დომინოს პრინციპით მიეწყობა, როცა ადამიანები თვითნებურად ერევიან შენობის კონსტრუქციულ ნაწილში. ეს ყოვლად დაუშვებელია და ეს პრაქტიკა ნებისმიერ ქალაქში უნდა შეწყდეს.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  დიდ ქალაქებში შენობების სიმჭიდროვე უფრო დიდია, მომეტებული შენობები თავისი კონსტრუქციული დეფექტებით და პლუს ახალი მშენებლობები რა სტანდარტითაა აშენებული არავინ იცის. 

 

აუცილებელია ამ შენობების ტექნიკური პასპორტიზაცია, როცა შეფასებული იქნება საფრთხე ამ შენობებისა და განისაზღვრება თუ რა პრობლემა აქვს მას და რა შეიძლება მოჰყვეს მის კოლაფს, ან მიწისძვრის დროს რა შეიძლება დაემუქროს.

 

ყველა შემთვევაში ამის ტექნიკური პასპორტიზაცია უნდა მოხდეს. უნდა ჩაერთოს კვალიფიციური, პროფესიონალი ინჟინრები და მშენებლები"- განაცხადა თეა გოდოლაძემ.​

მისივე თქმით, საზღვარგარეთაც ხდება მსგავსი შემთხვევები, თუმცა იქაც ცალსახა მიზეზის დადგენა ძალიან რთულია.

"აქაც რამდენიმე ფაქტორი გაქვთ ესენია: დაშენება, მოშენება, სარემონტო სამუშოები. ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება. შესაძლოა სარდაფის გათხრა ბოლო წვეთი იყო, თორე, რომ ამბობენ შენობა ავარიული არ იყოო ვინ გამოიკვლია ეს? იქ  დარღვევები შევამჩნიეთ უკვე, კონსტრუქციაში უხეში ჩარევის კუთხით, რომელიც პერიოდულად ხორციელდებოდა.

ეჭვი მეპარება, რომ ეს უხეში ჩარევები სტანდარტით ხორციელდებოდა და პარალელურად მას გამაგრებითი სამუშაოები მიყვებოდა. ეს შენობები უკვე ისედაც მოძველებული და ამორტიზირებულია. ისედაც კონსტრუქციულად არამდგრადი შენობებია, ფეხზე როგორ დგას ისინი საერთოდ საკვირველია"- განაცხადა გოდოლაძემ.

​მისივე განმარტებით, ბათუმი უკვე გადააქციეს სახიფათო ზონად იმ სამშენებლო ბუმით რაც ქალაქში მიმდინარეობს. 

"ამოდენა კორპუსები, ასე მიჯრით, ჯერ მათი ხარისხია შესამოწმებელი. წარმოიდგინეთ 30 სართულიან შენობებში რამდენი მოსახლეა და მათ კოლაფსს რა შეიძლება მოჰყვეს. ველა ეს შენობა შესამოწმებელია. გასათვალსიწინებელი, რომ ეს არის სანაპირო გრუნტი, რომელიც ბევრად უფრო საშიშია, ბათუმი ამ კუთხით"- განმარტა თეა გოდოლაძემ.

ექსპერტი ამბობს, რომ აუცილებელია ნელი მუშაობა ადამიანების გადასარჩენად. 3 დღე აქვთ მაშველებს, რომ ადამიანები გადაარჩინონ. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი