ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის კაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.
ექიმის განცხადებით, პაციენტი მკურნალობას განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში.
"პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. აღენიშნება რბილი ქსოვილების ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი და მისგან გამოწვეული პრობლემები. აქვს მარცხენა კიდურის მოტეხილობა, დაჟეჟილობები და გულ-მკერდის დახურული ტრავმა.
ჩატარებული აქვს მთელი რიგი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, გამოტანილი აქვს დიაგნოზები, ესენია: ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, შოკი, დაუზუსტებელი სუნთქვის უკმარისობა.
გრძელდება მკურნალობა და მონიტორინგი"- აცხადებენ კლინიკაში.
ზვიად თავდგირიძე ნანგრევებში 11 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.