ცალსახად ჩანს, რომ ეს არ იყო აფეთქება, შესაძლებელია საყრდენი გამოეცალა - არქიტექტორი

08 ოქტომბერი 2021, 20:36 8332 ნახვა

ცალსახად ჩანს, რომ ეს არ იყო აფეთქება - ამბობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მერაბ გუჯეჯიანი, რომელმაც 26 მაისი ქუჩაზე სადარბაზოს ჩამონგრევის ვიდეოჩანაწერი ნახა. არქიტექტორის თქმით, კადრების ნახვის შემდეგ გაუჩნდა ვერსია, რომ შესაძლებელია შენობას საყრდენი კედელი გამოეცალა. 

''ვერსიის დონეზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ერთი ცალსახად ჩანს, რომ ეს არ არის აფეთქება, რადგან აფეთქებისას იქნება დამრტყმელი ძალა, რომელიც ჰორიზონტალურად შუშებს გამოანგრევდა. აქ მარტივად ჩანს, რომ გარე მზიდი კედლები იწყებს ჯდომას და მინებს თუ დავაკვირდებით იწყებს გაღუნვას, ე.ი ვერტიკალური დაწოლა მოდის ფანჯრებზე. კედელი იწევს დაბლა, ე.ი სადღაც, რაღაცა სუსტი იყო და არასწორად იყო გათვლილი თავის დროზე, ან  შესაძლებელია, რომ გამოეცალა რაღაც საყრდენი უფრო ასეთი შთაბეჭდილება მრჩება'' - აცხადებს გუჯეჯიანი. 

არქიტექტორი, ბოლო წლებში, მომხდარ მსგავსი მასშტაბის ნგრევას ვერ იხსენებს. 

''მსგავსი არაფერი არ მახსენდება, მიწისძვრის გარეშე, რომ ასეთი რამ მომხდარიყო. მიწისძვრამ შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს და სუსტი წერტილი იპოვოს. მიწისძვრის და გარკვეული ბიძგის გარეშე, რამეს ესეთი ნგრევა გამოეწვიოს, მე არ მახსენდება, ძალიან რთული სანახავია. 

მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ვინც თვითნებურად აკეთებს სახლში რემონტს, ასეთ დროს მზიდი კედლის გამოღება, გათხელება, კარადის ჩასმა არაფრით არ შეიძლება.

ისედაც სუსტია, ამორტიზებულია ძველი აშენებული სახლები და პირიქით ვასუსტებთ.

ღმერთმა არ ქნას, რომ დიდი მიწისძვრა მოხდეს, 5 ბალიან მიწისძვრაზე ასეთი სახლები ხელებში შემოგვენგრევა'' - ამბობს არქიტექტორი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი