18 წლის გოგოს ეჭვი აქვს, რომ გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს ბრალი შეუმსუბუქდება

06 ოქტომბერი 2021, 14:58 691 ნახვა

გამომძიებლების მხრიდან გულგრილობასა და ბრალდებულისადმი ბრალის შემსუბუქების სავარაუდო მცდელობაზე საუბრობს ახალგაზრდა ქალი.

18 წლის გოგო ყვება, რომ 31 წლის კაცმა მასზე სექსუალური ძალადობა მიმდინარე წლის ივლისში სცადა, რის შემდეგაც მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. კაცი სამართალდამცველებმა დააკავეს და იგი წინასწარ პატიმრობაშია.

დაზარალებული ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ მისი ადვოკატი მოულოდნელად საქმეს ჩამოშორდა, ოჯახს გამოძიების დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, რაც კითხვებს აჩენს. მისი ვარაუდით,  ბრალდებულს მაღალჩინოსანი ახლობლები ჰყავს და სწორედ მათი დახმარებით, ბრალის შემსუბუქებას ცდილობს. 

გოგონას ინტერესებს ორგანიზაცია „იალქანი იცავს“, სადაც დღეს ერთობლივი განცხადება გაკეთდა. 31 წლის კაცს ბრალი გაუპატიურების მცდელობასა და მუქარაში ედება.

ადვოკატის განცხადებით, კაცი უდანაშაულოა და ამის მტკიცებულებებიც გააჩნიათ, რაც შეეხება ნათესავის მხრიდან შესაძლო მფარველობას - ამ ვერსიას გამორიცხავს. საქმეზე სასამართლო სხდომა უახლოეს დღეებშია ჩანიშნული. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი