სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოვლინდა.
თბილისსა და ბათუმის აფთიაქებში, სპეციალურად მოწყობილ სამალავებიდან, 6 000-მდე მედიკამენტი ამოიღეს. საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას, 5 აფთიაქში, სპეციალური რეცეპტის გარეშე, შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები.
უწყების ცნობით, 6 შემთხვევაში კი გამოვლინდა, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა, აფთიაქის ნებართვის გარეშე.
''ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ასევე გამოვლენილი იქნა სანებართვო პირობების დარღვევის 3 და ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის წესის დარღვევის 11 ფაქტი. ყველა გამოვლენილ შემთხვევაში შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლებიც განსახილველად თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გადაიგზავნა'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.