წვიმა და მეწყრის საშიშორება ახალშენში

04 ოქტომბერი 2021, 19:37 646 ნახვა

უხვი ნალექის გამო ახალშენის მე-8 ქუჩის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ნაპრალები გაჩნდა. მოქალაქეების თქმით, ჩაკეტილი  მონაკვეთის გამო  25 - მდე ოჯახი გზაზე ავტომობილით გადაადგილებას ვერ ახერხებს. საუბრობენ მეწყრის განვითარების რისკზეც, რის გამოც  ორი საცხოვრებელი საშიშროების წინაშეა. მოქალაქეები შესაბამის სამსახურებს დახმარების თხოვნით მიმართავენ და მოითხოვენ , რომ სავალ ნაწილზე სანიაღვრე არხები მოეწყოს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში