ძლიერმა წვიმამ ბათუმი და ბათუმელები ისევ დააზარალა. ქუჩების ნაწილი დაიტბორა ნაწილში კი საცობებია. ისევ წყალი შევიდა, საცხოვრებლების პირველ სართულებსა და მაღაზიებში. საგანგებო სიტუაციების სამსახურში, ათეულობით ზარი შედიოდა. დღის განმავლობაში ტუმბავდნენ წყალსა და წმენდნენ ზღვაში შემავალ არხებს. ძლიერი წვიმისა და დატბორილი ქუჩების გამო, გარკვეული პერიოდით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრავი ავტობუსების სამარშრუტო სქემაც შეიცვალა. რამდენიმე წუთია ბათუმში აღარ წვიმს, თუმცა სინოპტიკესები ისევ ნალექს პროგნოზირებენ რა ზარალი მიაყენა უხმა ნალექმა მოსახლეობას - ქეთი კაცაძე მოგვიყვება