,,თავისუფლება მიშას“ - ამ მოთხოვნით რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად აქცია იმართება. საპატიმროსთან შეკრებილები არიან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და თანაგუნდელები. ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისთვის ეს არ არის ერთადერთი ნაბიჯი.
დეპუტატი თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს, ინიციატივა მისი თქმით, ემიგრანტებს ეკუთვნით.