მიხეილ სააკაშვილს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

03 ოქტომბერი 2021, 13:45 1298 ნახვა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.შსს-ს ცნობით, საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს თბილისში, ქვიშხეთის ქუჩაზე დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეებზე. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოში ბრალდების სისხლის სამართლის ორი საქმე - „იმედში“ შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის, პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევისა და ე.წ. პიჯაკების საქმეები მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი