არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება

03 ოქტომბერი 2021, 11:37 794 ნახვა

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მეოთხე შაბათს, 30 ოქტომბერს ჩატარდება.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, მეორე ტური არ ტარდება და ცესკო გამარჯვებულად აცხადებს მეორე საარჩევნო სუბიექტს.

პირველისგან განსხვავებით, მეორე ტურში კანდიდატს აღარ აქვს 51%-ის გადალახვის ვალდებულება. გამარჯვებულად ითვლება ის პირი, ვინც ყველაზე მაღალ შედეგს აჩვენებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი