საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები ამბობენ, რომ სააკაშვილი მაშინვე დატოვებს საპატიმროს როგორც კი არჩევნების დღევანდელი შედეგები გამოცხადდება. ხელისუფლების წევრები კი აცხადებენ, რომ არაფერი იცოდნენ სააკაშვილის ქვეყანაში ყოფნის შესახებ.
გუშინ სააკაშვილის დაკავების შემდეგ კი მმართველი პარტიის წევრები ირწმუნებოდნენ რომ საგამოძიებო ორგანოების ტაქტიკას ვერ გაამხელდნენ და ამიტომ დასჭირდათ ტყუილის თქმა.