საოჯახო სასტუმროების მფლობელების მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრი პასუხობს

29 სექტემბერი 2021, 12:30 1303 ნახვა

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს, რომლებიც ბოლო თვეებია საპროტესტო აქციებს მართავენ და ითხოვენ საბანკო ვალდებულებებზე შეღავათებს,   ეკონომიკის მინისტრი პასუხობს. ნათია თურნვას განცხადებით, ადგილობრივი მეწარმეების პრობლემებს იცნობს, თუმცა განმარტავს, რომ   გასულ წელს  ლოქდაუნის ფონზე  ხელისუფლებამ ასობით სასტუმროს სესხის პროცენტი დააფინანსა. მინისტის განცხადებით, წელს სეზონი შედგა და სასტუმროებმაც მეტნაკლებად იმუშავეს.  ქობულეთში სასტუმროს მეპატრონეები  ირწმუნებიან, რომ   კოვიდ შეზღუდვების ფონზე  წელს ტურისტული სეზონი ჩავარდა, რის გამოც ვერ იხდიან საბანკო ვალდებულებებს და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი