გოგოლის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროებში ჩინური ჯგუფები შემოვიდნენ, იგეგმება კორპუსების საცხოვრებელ სახლებად გადაკეთება - ოპოზიცია

28 სექტემბერი 2021, 13:52 1403 ნახვა

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ბრიფინგი გაიმართა. გიორგი კირთაძის განცხადებით, გოგოლის ქუჩაზე მშენებარე სასტუმროებში ჩინური ჯგუფები შევიდნენ.

მისივე თქმით, იგეგმება სასტუმროების საცხოვრებელ სახლებად გადაკეთება, მათ შორის რამდენიმეში ისინი უკვე ცხოვრობენ.

"თუკი ინვესტიციები უნდა განხორციელდეს რატო არ საჯაროვდება. თორნიკე რიჟვაძე და არჩილ ჩიქოვანი უძლურები არიან მიუახლოვდნენ გოგოლის 1-ელ ნომერში აშენებულ კორპუსებს"-აცხადებს გიორგი კირთაძე.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბათუმის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ობიექტზე, იქ ყოფნის პერიოდშიც კი მშენებლობა არ შეჩერებულა.

მერობის კანდიდატის განმარტებით, ობიექტზე დასაქმებული ადამიანებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ, შეიძლება შენდებოდეს არარეგალური ლაბორატორია ან კრიპტოვალუტის წარმოების ნაწილი გადმოვიდეს აღნიშნულ ობიექტებში.

მისივე ინფორმაციით, ჯამში 25 კორპუსი უნდა აშენდეს.

" იქ არანაირი მშენებლობის ნებართვა არ არის გაცემული. მერია როგორ რეაგირებს ამაზე ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ.

ეს მიწის ნაკვეთი ეკუთვნის გალიფ ოზთურქს, რომელმაც ამ მიწის ნაკვეთზე მოიჯარედ აიყვანა "მეტრო ატლას ჯორჯია".

ვინც ახლა იქ მშენებლობას აწარმოებს ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებია. ესენი არიან პირველი ჩინელი მიგრანტები როგორც ჩანს, რომლებიც ამ თურქულ კომპანისთან კავშირში შემოვიდნენ ჩვენს ქალაქში და დაიწყეს რაღაც ტიპის საქმიანობა, რომლის შესახებაც ინფორმაციას ვერ ვპოულობთ ვერსად.

ჩვენი ინფორმაციით, ბათუმში არაერთი სასტუმრო უკვე იქცა სხვა ფუნქციის მატარებლად...

ეს არის არალეგალური ჩინური ონლაინ კაზინოების აიტი მართვის ცენტრი. პირველი რასაც გვეუბნებიან, რომ ეს შენობები ამისთვის შენდება. თუმცა ამის პარალელურად კრიპტოვალუტის წარმოების ნაწილის გადმოტანაც იგეგმება ჩინეთიდან ჩვენს ქალაქში.

როგორც გვეუბნებიან აქ არის როგორც ფულის გათეთრების ნაწილი და ამასთან უნდა შეიქმნას რაღაც ტიპის კიბერლაბორატორია"- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ პროექტის უკან თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი დგას.

აჭარის მაუწყებელი დაუკავშირდა მთავრობის პრესსამსახურს.  მათგან აღნიშნულ თემაზე განმარტებებს ველოდებით, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი