ფედერალური არჩევნები გერმანიაში

26 სექტემბერი 2021, 18:10 2479 ნახვა

ფედერალურ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გერმანიაში.არჩევნების შედეგად მე-20 ბუნდესტაგის წევრები აირჩევიან, რომლებიც მოგვიანებით გერმანიის ახალ კანცლერს დანიშნავენ. ანგელა მერკელი, რომელიც გერმანიის კანცლერი 16 წლის განმავლობაში იყო, მიმდინარე არჩევნებში კენჭს აღარ იყრის.აღნიშნული თანამდებობისთვის 3 ძირითადი კანდიდატი ბრძოლობს.

ესენი არიან, ,,მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელი ანალენა ბერბოკი, ,,ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ალიანსის წევრი არმინ ლაშეტი და ,,ქრისტიან-დემოკრატების“ პარტიიდან, გერმანიის ფინანსთა მინისტრი , ოლაფ შოლცი. სწორედ ოლაფ შოლცმა გაიმარჯვა რამდენიმე დღის წინ გამართულ საარჩევნო დებატებში.გერმანიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 60 მილიონ 400 ათას შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი