ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკი განახლდა

26 სექტემბერი 2021, 18:20 2545 ნახვა

ბათუმის ავტოპარკი განახლდა. ზღვისპირა ქალაქს 40 ახალი ავტობუსი შეემატა. პრეზენტაცია რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. ავტოპარკი განახლდება ქობულეთშიც. მუნიციპალიტეტს 4 ავტობუსი გადაეცემა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხოების დაცვით შეძლებს მგზავრების გადაყვანას.თორნიკე რიჟვაძის თქმით მიმდინარეობს მუშაობა ველოსისტემის ახალ გენერალურ გეგმაზე. ითქვა, რომ  მალე ბათუმში საათობრივი პარკირების ზონებიც შეიქმნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი