აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის მოთხოვნით დღეს საზოგადოების სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე ოჯახებმა აქცია გამართეს. უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძესთან ერთად აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები, ასევე ქობულეთში იპოთეკით დაზარალებულები.
ისინი ხელისუფლებისგან პრობლემების მოგვარებისთვის კონკრეტულ გადაწყვეტილებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით რუსთაველის ქუჩაც გადაკეტეს.