''ევროპული საქართველო“ ხულოში სპორტული მოედნის რეაბილიტაციას ითხოვს

25 სექტემბერი 2021, 12:15 1413 ნახვა

''ევროპული საქართველოს'' ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი  ადგილობრივ მერიას  ამჯერად სპორტული ინფრასტრუქტურის მოუვლელობაში ადანაშაულებს. კახა დეკანაძე სოფელ დიაკონიძეებში  მდებარე საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციას  ან ახლით ჩანაცვლებას ითხოვს.

მაჟორიტარობის კანდიდატი ირწმუნება, რომ გზის მშენებლობისას  სპორტული ინფრასტრუქტურა ზიანდება  ხულოს მერია კი მას ყურადღებას არ აქცევს. ოპოზიციის ბრალდების საპასუხოდ მერიაში განმარტავენ, რომ  დაზიანებულ მოედანს რეაბილიტაციას გზის მშენებელი კომპანია  ჩაუტარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი