"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსების დატბორილ სარდაფებსა და სავაჭრო ობიექტებიდან წყლის ამოტუმბვითი და მორეცხვითი სამუშაოები გრძელდება.

მათივე ცნობით, უწყვეტ რეჟიმში იწმინდება ზღვაში გამსვლელი არხები და სანიაღვრე ჭები.
