რაც მოხდა დმანისში არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და მიუღებელი - ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი 2021, 19:25 1042 ნახვა

რაც მოხდა დმანისში არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და სრულიად მიუღებელი. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ქართული

მისივე თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობას დამნაშავეები აიღებენ.

"ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვსაუბრობთ, არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა გააფრთხილოს ყველა შტაბმა აქტივისტები, იმისთვის რომ მშვიდობიანი გარემო, რომელიც აქამდე მოვიტანეთ (3 თვის განმავლობაში არ ყოფილა არავითარი არსებითი ინციდენტი) უნდა შევინარჩუნოთ. ის, რაც მოხდა დმანისში აქედან იყო ძალიან მძიმე ამოვარდნა და რა თქმა უნდა, იმსახურებს ძალიან მძიმე, უმძიმეს შეფასებას. საჭიროა სათანადო, კანონის მიხედვით ზომების მიღება. არა მარტო იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს ამ კონკრეტულ ქმედებას, არამედ იმისთვისაც, რომ პრევენციული ეფექტი ჰქონდეს ამ ყველაფერს“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი