ხმაური იყო ცოტა ხნის წინ დმანისში. არსებული ინფორმაციით ერთმანეთს "ქართული ოცნების" აქტივისტები და ოპოზიციის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს.
ოქრიაშვილი ასახელებს იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, ვინც თავდასხმაში მონაწილეობდა.
"მმართველი გუნდის" აქტივისტები კი აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ჩხუბი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს ერთმანეთში მოუვიდათ.