სპეციალური ოპერაციების ძალებმა „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ ჩაატარა. სწავლება ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ათკვირიანი წვრთნები არაკონვენციური და ასიმეტრიული ბრძოლების წარმართვაზე იყო ორიენტირებული. სწავლების მიზანი აშშ-ის არმიის ოპერატიული ქვედანაყოფის „ალფა“ ჯგუფთან გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი მოქმედებების დახვეწაა.