მესამე ძალა-„სტრატეგია აღმაშენებლის” სამტრედიის ბაში-იანეთის მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკურმა პლატფორმამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა. პარტიამ წინასაარჩევნო გარემოსა და კონკრეტული დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით ორგანიზაციებს ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა.