ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ მან ჩანაწერებში არამხოლოდ სასულიერო პირებთან აღმოაჩინა მისი საუბარი, არამედ, სხვა ადამიანებთანაც.
გრიგოლიას თქმით, ფარულ ჩანაწერებში ასახულია როგორც მისი პირადი მობილური ტელეფონიდან განხორციელებული საუბრები, ასევე სოციალურ ქსელში მიმოწერები.