მოქმედი პრემიერი წინამორბედს უპირისპირდება. ირაკლი ღარიბაშვილი 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენებზე პასუხისმგებლობას სრულად გიორგი გახარიას აკისრებს. ამბობს, რომ 20-ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენება გუნდისთვის მოულოდნელი იყო.
მოქმედი პრემიერის თქმით, გახარიას პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დიდი ნდობა გამოუცხადა, თუმცა მმართველი გუნდს, რომელიც არაერთხელ გადაეფარა, მან უღალატა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ.