ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ - ირაკლი ღარიბაშვილი ფარულ ჩანაწერებზე

15 სექტემბერი 2021, 12:56 1072 ნახვა

''ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ'' - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს არის დესტრუქციული ოპოზიციის და მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებული ქმედება. პრემიერის თქმით, ასევე იკვეთება სხვა მოღალატეების კვალიც, რომლებიც მონაწილეობენ შეთქმულებაში. 

'' ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიისა და მღვდელმთავრების წინააღმდეგ. მცდელობა მათი დისკრედიტაციის, ეს არის შეთქმულება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ რაც არის დაუშვებელი და სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს, ყველას და ყველაფერს სახელს დაარქმევს.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ტელევიზიები ამ ყველაფერს უკეთებენ ტირაჟირებას, ამ ტყუილ-მართალს. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა.

ეს არის ბოლო მცდელობა სააკაშვილის და ოპოზიციის. იციან, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველგან, ყველა ქალაქში, რომ არჩევნების მზადებას აზრი არ აქვს, რადგან იციან, რომ საერთოდ არ აქვს აზრი მათ ჩართულობას კამპანიაში, იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს აგებენ. ყველაფერი არჩევნების მეორე დღისთვისაა გამიზნული. გარკვეული პროვოკაციები რომ მოაწყონ. სახელმწიფო არავითარ პროვოკაციას არ დაუშავებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, რომელიც კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს და წვდომა ქონდათ ძალიან დიდ ინფორმაციასთან. 

"გამოძიება დაადგენს ეს არის ფარსიფიკაცია, ფაბრიკაცია თუ კიდევ უფრო სხვა მძიმე დანაშაულთან გვაქ საქმე"- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი