დღეს, ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ბარცხანის ხიდისა და გოგოლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ №1; №1ა; №8; №9 და №15 სამარშრუტო ხაზები ძველ გრაფიკს დაუბრუნდა
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.batauto.ge/გრაფიკები.
ლერმონტოვის და ბაგრატიონის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოების საფუძველზე დროებით : №1; №6; №7; №7ა; №11; №13 სამარშრუტო ხაზები იმოძრავებენ შეცვლილი მარშრუტით.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://www.batauto.ge.