გასული წლისგან განსხვავებით, წელს კინოფესტივალი [BIAFF] კინოდარბაზში და ღია ცის ქვეშ ევროპის მოედანზე ჩატარდება. ბათუმში საერთშორისო კინოფესტივალი 18 დან 24 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი განმარტავს, რომ კინოსეანსებს ვაქცინირებული, კოვიდგადატანილი , ან პსრ ტესტის მქონე მოქალაქეები დაესწრებიან, რაც მისი თქმით ვირუსის გავრცელების რისკს ამცირებს.
ფესტივალზე, 30-მდე სრულმეტრაჟიანი და 15-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი,კინოფესტივალის მენეჯერი პანდემიის გამო შემცირებულ ბიუჯეტზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ბათუმის მერიიდან კინოჩვენების დაფინანსება 200 ათასი ლარიდან 35 ათასამდე შემცირდა.