ბათუმში არასრულწლოვნის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ბრალდებით 50 წლამდე ქალი დააკავეს. ის უკვე აჭარის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. დილიდან იმყოფება პოლიციასთან სოციალურად დაუცველი ქალი, რომელიც ბავშვების მიმართ ბულინგსა და მუქარაში მეზობლებს ადანაშაულებს. მისი ბრალდებით 9 წლის ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა, 3 შვილის გარდა, მას კიდევ 3 ბავშვზე აქვს მეურვეობა აღებული. გამოკითხვაზე მყოფი ქალი 6 არასრულწლოვანთან ერთად დროებით ცხოვრობს ბინაში, რომელიც მეზობლებისთვის სადავოა.
იტალიურ ეზოში სულ 5 მესაკუთრეა, მათგან ერთ-ერთს ბინაში აღნიშნული ოჯახი ჰყავს შეფარებული. ბავშვების დედა დარწმუნებულია, რომ მათზე ზეწოლას ბინის დასაკუთრების მიზნით ახდენდნენ. ბრალდებებს უარყოფს დაკავებული ქალის ოჯახი.
მათი განცხადებით, ბინის მესაკუთრე და მის მიერ შეფარებული ოჯახი ბავშვებს იყენებენ და მათ ბავშვებთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ.