გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრამდე საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 12 სექტემბერს +21, +26 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13 სექტემბერიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.
ფოტო: ირინე წუწუნავა