ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულ შალვა მელიქიშვილს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. ის კახეთში, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე.
მელიქიშვილი ბანკში გუშინ შეიჭრა, აიყვანა მძევლები და ის სამართალდამცველებმა სამ საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ აიყვანეს.
გამოძიება მას ტერორიზმის, ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.