დაკავებულია ორი მოქალაქე, რომლებმაც სხვისი ქონება ჯერ მოტყუებით დაისაკუთრეს, ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტიც დაამზადეს და იტალიის მოქალაქის მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს.
გამოძიების პროცესში დაყადაღდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება წინასწარი მონაცემებით 350 ათასი ლარია.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.