უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს სამართალდამცველებმა სამ მუნიციპალიტეტში. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 3 პირი.
უწყების ინფორმაციით, დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.