ქარიშხალ „იდას“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

03 სექტემბერი 2021, 11:32 1443 ნახვა

აშშ-ში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა. სტიქია ქარიშხალ „იდას“ მოჰყვა. სამ  შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. მათ შორის არის ნიუ იორკი, სადაც სტიქიას 14 ადამიანი ემსხვერპლა.

ნიუ იორკში დაიტბორა სახლების სარდაფები და მეტროპოლიტენიც. 23 ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას ნიუ ჯერსიში. მათი უმეტესობა მანქანაში დაიხრჩო,  უეცრად მოსული უხვი ნალექის გამო მგზავრებმა ავტომობილებიდან გადმოსვლა ვერ მოახერხეს. ხუთი ადამიანი დაიღუპა კონექტიკუტის შტატში, სადაც სტიქიას ერთი მაშველი ემსხვერპლა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სტიქიის მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილებებია და მათ დაძლევას „ისტორიული ინვესტიციები“ დასჭირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი