საარჩევნო ოლქებში სიების წარდგენის ვადა იწურება

02 სექტემბერი 2021, 10:45 907 ნახვა

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებს , დღეს პროპორციული სიების,  მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ეწურებათ. 

ბათუმის 79-ე საოლქო კომისიაში ამ ეტაპზე 9 პარტიას აქვს პარტიული სია წარდგენილი, აქედან ჯერ მხოლოდ 4-მა შეძლო რეგისტრაციის გავლა, დანარჩენებს ხარვეზების გამოსასწორებლად  ვადები აქვთ მიცემული.  ოლქში შეტანილი  8  პარტიის  მაჟორიტარობის კანდიდატებიდან, 3 დარეგისტრირდა ესენია:  სახე + ; გახარაია- საქართველოსთვის; მესა ძალა.  

8 მერობის კანდიდატიდანკი კი  79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ , რეგისტრაციის გავლის  უფლება ,, გახარია საქართველოსთვის- ირაკლი მიქელაძეს;   სახე + ედნარ ბაგრატიონს ; საინიციატივო ჯგუფიდან გია ხალვაშსა და კახაბერ ცისკარიძეს მიეცათ.   დანარჩენებზე  ოლქის თავმჯდომარე მსჯელობს.   

რაც შეეხება პარტიულ სიებს   ამ დროისთვის ,,სახე+’’ ; ,,მესამე ძალა’’; ,,ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა’’; ,,გახარია- საქართველოსთვის’’ დარეგისტრირდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი