ამორტიზებული გზა ხელვაჩაურში - ენმ-ის განცხადება

01 სექტემბერი 2021, 14:54 1462 ნახვა

''ერთიან ნაციონალური მოძრაობაში'' ქალაქში ამორტიზებულ გზებსა და სატრანსპორტო კოლაფსზე საუბრობენ.  რეზო ხარაზი ამბობს, რომ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე,  რომელიც  ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია, მოსახლეობას მუდმივად საცობში დგომა და ფაქტობრივად  არ არსებულ საფეხმალო ბილიკზე სიარული უწევთ.

პარტიაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე საცობის პრობლემას ჭოროხის გზის მშენებლობა გადაწყვეტდა, თუმცა პროექტი როგორც ირწმუნებიან, კორუფციული გარიგების შედეგად შეჩერდა. მისივე თქმით, ამორტიზებულია ხახულის ქუჩის გარკვეული მონაკვეთებიც,  სადაც ტრანსპორტით გავლა ფაქტობრივად შეუძლებელია.

მერიაში ამბობენ, რომ ხახულის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტი მომავალ წელს  მომზადდება,  მანამდე კი დაზიანებული გზა დროებით შეკეთდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში