ბათუმის კათოლიკური ეკლესიის დიაკონი თენგიზ პარმაქსიზიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კათოლიკური ეკლესია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ბათუმში „მედცენტრში“ გადიოდა მკურნალობას.
"ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ბათუმის სულიწმიდის სამრევლოს დიაკონი თენგიზ პარმაქსიზიშვილი.
კვირადღეს, 29 აგვისტოს, 10.00 საათიდან მისი ნეშთი დასვენებულ იქნება ბათუმის ეკლესიაში, 12.00 საათზე წმიდა წირვას აღავლენს ეპისკოპოსი მეუფე ჯუზეპე პაზოტო“, - ნათქვამია განცხადებაში.