არჩილ ჩიქოვანი ისრაელის ელჩს შეხვდა

23 აგვისტო 2021, 14:51 931 ნახვა
00:00
00:00

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობები ვითარდება,  ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ხალხთაშორისი კავშირების სფეროებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი