დაძაბული ვითარება ქაბულში

22 აგვისტო 2021, 15:15 2514 ნახვა

თალიბანის“ მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ აეროპორტთან ევაკუაციის მსურველთა სიმრავლით გამოწვეულ ჭყლეტვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

მათივე თქმით  ბრიტანელი სამხედროები აეროპორტის საზღვართან იმყოფებიან და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებსა და ავღანელებს, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში შესვლის უფლება აქვს, ევაკუაციაში ეხმარებიან.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტი 48 საათით იკეტება, მაშინ როდესაც, შენობასთან ქვეყნის დასატოვებლად ათასობით ადამიანია შეკრებილი. არსებული ინფორმაციით, აეროპორტი იკეტება იმისთვის, რომ მათი ევაკუაცია განხორციელდეს, ვინც უკვე აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი