საოჯახო სასტუმროების მფლობელების გამაფრთხილებელი აქცია ქობულეთში

22 აგვისტო 2021, 15:20 2724 ნახვა

ქობულეთში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა. მათ მაშტაბური აქცია 24 აგვისტოს დაანონსეს. მოქალაქეები ხელისუფლებას ტურისტული სეზონის წინ აღებული კრედიტების სუბსიდირებაში სთხოვენ დახმარებას, მათი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი არ შედგა. ისინი ხელისუფლებას მორატორიუმის გამოცხადებისკენაც მოუწოდებენ მანამ, სანამ ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება არ დასტაბილურდება.

მერიას კი  საბანკო სექტორთან შუამდგომლობას სთხოვენ.  ქობულეთის მერიაში თქვეს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მერიის მხრიდან,  მოქალაქეების  საკითხთან დაკავშირებით, საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა მიმდინარეობს. ცნობისთვის, საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა აქცია რამდენიმე დღის წინაც გამართეს. მოქალაქეებს მაშინ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შეხვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი